ვაზიანიდან თბილისში გადმოყვანილ 5 ჯარისკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
,,ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დღემდე არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დადასტურებია. ასევე, გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ერთი სამხედროს პნევმონიის დიაგნოზი”, – წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, ჯარისკაცები საუნივერსიტეტო კლინიკიდან სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
,,ვინაიდან სამინისტროს გადაწყვეტილებით კორონავირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნების მქონე ყველა სამხედრო მოსამსახურე მკურნალობის კურსს სამხედრო ჰოსპიტალში გადის, გუშინ თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული ხუთი სამხედრო მოსამსახურე სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს”, — აცხადებს უწყება.
ვაზიანიდან 5 სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით 25 მარტს გადაიყვანეს.