ვეთანხმები პრინციპს, რომ აღზრდაში მშობლების ჩართულობა მნიშვნელოვანია-ასე შეაფასა უმრავლესობის დეპუტატმა ნინო წილოსანმა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ “ტაბულას” კითხვაზე -იყო თუ არა ინტერვიუში რამე საკითხი რასაც არ დაეთანხმა.
“ინტერპრეტაციების საკითხია, მე მოვისმინე დღეს გარკევული ინტერპრეტაციები ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით. ჩემთვის პრინციპში ყველა ასპექტი გასაგები იყო და არაერთხელ გვისაუბრია. ის აქცენტები, რაც მან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ვადის შეცვლასთან დაკავშირებით გააკეთა, რა თქმა უნდა ვიცი და სრულად ვეთანხმები, ასევე გარკვეულწილად გენდერულ თანასწორობას შეეხო და რა თქმა უნდა, ვეთანხმები იმ პრინციპს, რომ ბავშვების აღზრდაში, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, მშობლების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ყველა ევროპული ქვეყნის და ყველაზე კარგად განვითარებული ქვეყნების პრინციპიც სწორედ ესაა, რომ დეკრეტული შვებულებები უფრო ხანგრძლივი იყოს და მშობლებმა შვილებთან გაატარონ დრო, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ ეწინააღმდეგება გენდერული თანასწორობის პრინციპებს ”-განაცხადა წილოსანმა ტაბულასთან.