ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტიდან 1 ბავშვი, ხოლო 1 ახალი წყაროდან არის შემოტანილი.
,, ხუთი ახალი პაციენტიდან ორი არის ჩვენს ცენრტში, ერთი არის ახალი წყაროდან, ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, მეორე კი ჩვენთან მყოფი ერთ-ერთი პაციენტის ჯგუფიდანაა, არასრულწლოვანია. მისი ზოგადი მდგომარეობა ჯერჯერობით მძიმე არ არის და იმედი გვაქვს, რომ არ იქნება. უკვე 5 ბავშვია ჩვენს ცენტრში, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,- ამბობს ეზუგბაია.
ბოლო ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა.