საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი და დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი ნიკოლოზ რაჭველი ფეისბუქზე 9 წლის ქართველ ბიჭთან ერთად გადაღებულ ფოტოს და მის მიერ შესრულებული კომპოზიციის ვიდეოს აქვეყნებს:
“მეგობრებო, ძალიან ბედნიერი ვარ!!!! მე დღეს გავიცანი ქართველი მოცარტი!!! საოცარი, გენიალური, არნახული 9 წლის ვუნდერკინდი!!!! თქვენ ვერ წარმოიდგენთ რასთან და ვისთან გვაქვს საქმე!!!!! დიდი, ძაააალიან დიდი მუსიკოსი იზრდება საქართველოში ცოტნე ზედგინიძის სახით!!! განუმეორებელი ნიჭი და სიღრმე, ღმერთის რჩეული…
ღმერთო დიდი მადლობა რომ მომასწარი ასეთი ადამიანის არსებობას…
14 ივნისს ილიას უნივერსიტეტში დაუკრავს მის საკუთარ მუსიკას, ძალიან მაგარს, საინტერესოს, განსაკუთრებულს… აი რატომ და ვის გამო უნდა ვიყოთ ამაყები! ქართული შემოქმედებითი გენი ახალ ლეგენდას ბადებს და მინდა რომ მან შეძლოს ბოლომდე გახსნა, აღმაფრენა და წარმატება! მჯერა მისი!!! მიყვარს!!! ვეთაყვანები როგორც განგების რჩეულს!!
P.S. განსაკუთრებული მადლიერება ეკუთვნის ცოტნეს ბებიას, ნინო მამრაძეს, რომელთანაც ის იზრდება დედის გარდაცვალების შემდეგ. ასეთი ნიჭის მქონე ბავშვის აღზრდა არის უდიდესი პასუხისმგებლობა!!! …და როგორ გაუმართლა ცოტნეს რომ მას ასეთი ადამიანი ყავს გვერდით, მუსიკოსი, აღმზრდელი, თანამოაზრე, გზამკვლევი. ალბათ ცოტნეს ნიჭის ასეთი ადრეული გამოვლინება მისი და ქალბატონი ნინოს თანაცხოვრების დიდი დამსახურებაა!!!“– წერს ნიკოლოზ რაჭველი.