ვინ არის მის ამერიკა 2019 (ფოტო+ვიდეო)

28 წლის ჩესლი კრისტი, რომელმაც მანამდე “მის ჩრდილოეთ კაროლინას“ ტიტული მოიპოვა, აშშ–ს ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულის მფლობელი გახდა.

“მის ამერიკის“ კონკურსი ნევადის შტატ ქალაქ რინოში გაიმართა. 2019 წლის გამარჯვებულს გვირგვინი 2018 წლის მის ამერიკის გამარჯვებულმა, სარა როუდ სამერსმა დაადგა. ვიცე მისის ტიტული ალეხანდრა გონსალესს ერგო ნიუ მეხიკოს შტატიდან. მეორე ვიცე მისის ტიტული კი ტრიანა ბრუნმა მოიპოვა ოკლაჰომადან.
ჩელსი კრისტს სილამაზის კონკურსების მიმართ ინტერესი 10 წლის ასაკში გაუჩნდა, როცა დედა ცხენებშებმულ კარეტაში დაინახა მის ჩრდილოეთ კაროლინა 2002 –ის კონკურსზე მისი გამარჯვების აღსანიშნავ აღლუმზე.
“ეს ის დრო იყო ჩემს ცხოვრებაში, როცა არ ვიცოდი ვინ ვიყავი, არ ვიყავი საკუთარ თავში დარწმუნებული. პატარა უცნაური ბავშვი ვიყავი, რომელსაც მეგობრები არ ყავდა. მაშინ ვიფიქრე, რომ მინდოდა ისეთივე ვყოფილიყავი, როგორიც დედა იყო.“– ყვება ჩელსი. გოგონამ პირველ რიგში სკოლის ყველა სილამაზის კონკურსში დაიწყო მონაწილეობა.

აშშ–ს ყველაზე ლამაზი ქალის თქმით მოხარულია, რომ “ძლიერი ქალების თაობის“ წარმომადგენელია.
კრისტმა იურიდიული განათლება და ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის სტატუსი უეიკ ფორესტის უნივერსიტეტში მიიღო. გოგონა აფროამერიკული სტილის გრძელი თმით სახაზინო ადვოკატად მუშაობს. გარდა ამისა, ის წარმატებული სპორტსმენია.მის აშშ–ს კონკურსის მოსამზადებელ პერიოდში ის დილის ხუთ საათზე დგებოდა და სარბენად მიდიოდა. შემდეგ ველოსიპედით და ტრენაჟორებით ვარჯიშობდა.

გასახდომად გოგონას საყვარელ კერძებზე მოუწია უარის თქმა. “არ ვჭამდი პასტას, შემწვარს, დესერტებს, თუმცა ხანდახან თავს უფლებას ვაძლევდი საყვარელი კერძებიც მეჭამა. მძულდა ვარჯიშის ყოველი წამი და ჩემი კვების რეჟიმი. მაგრამ აღფრთოვანებული ვარ იმ შედეგით, რასაც საბოლოოდ მივაღწიე“– დაწერა ჩესლიმ ინსტაგრამის გვერდზე.