“ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გუშინდელი სატელევიზიო ინტერვიუს გამო აკრიტიკებს. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილის შეცდომებს კარგად ხედავს.
“ამაზე კაშკაშა უღირსობა რთულად წარმომიდგენია.
ვინც ამას ლიდერს უწოდებს – საკუთარ თავს შეურაცხყოფს, პირველ რიგში.
მარტოსულ საკანში 7 წელია ზის ის კაცი, ვიზეც საუბრობს. (იმის მიუხედავად, ვინ რას ფიქრობს მასზე).
არც გაქცეულა! არც სახურავებზე ურბენია! არც ბოდიშის წერილები უწერია, როგორც მიშამ პოროშენკოს წერა.
წავიდა და ჩაჯდა.
ახლა ეს დასძახის – აიფონები გამოვიდა, ჩამორჩიო”-წერს ჩერგოლეიშვილი.