“ვინც სააკაშვილის გუშინდელი გამოხტომის გამართლებას ამ სიტყვით ცდილობს, ან გაუნათლებელია, ან უთავმოყვარეო”-თამარ ჩერგოლეიშვილი

“ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მონოლოგსა და სააკაშვილის პასუხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები “ერთპიროვნულს” ებღაუჭებიან.

ერთპიროვნული არ ნიშნავს ერთი პიროვნების მმართველობას. ერთპიროვნული მართვა ნიშნავს შემაკავებელი და გამაწონასწორებელი მექანიზმების გარეშე მართვას.

გაბუნიას ნაცვლად მე აბსოლუტურ მმართველობას ვიხმარდი და ასეც ვხმარობ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს.

ვინც სააკაშვილის გუშინდელი გამოხტომის გამართლებას ამ სიტყვით ცდილობს, ან გაუნათლებელია, ან უთავმოყვარეო.

P.S. და კი, შეკავების და გაწონასწორების მექანიზმების გარეშე მართვა რომ ცუდი იყო, ამას მისი გუნდის დიდი ნაწილი მიხვდა.

სამწუხაროდ სააკაშვილმა ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანა წარსულიდან – ზუსტად იმას ებღაუჭება, რაც წარსულში ჰქონდა.

ამიტომ დაიშალა მისი გუნდიც – სხვა მიზეზი დაშლას არ ჰქონია”-წერს ჩერგოლეიშვილი.