გათხოვების შემდეგ მეგან მარკლი სულ უფრო იშვიათად ეკონტაქტება ამერიკელ მეგობრებს.სამაგიეროდ ინგლისში ახალი, კარგი მეგობარი გამოუჩნდა – ვიქტორია ბექჰემი.
ამერიკელ მსახიობს ადრეც ჰქონდა დევიდ ბექჰემის ცოლთან ურთიერთობა, თუმცა მეგანის ფეხმძიმობის პერიოდში ისინი განსაკუთრებით დაახლოვდნენ. ვიქტორია პრინცი ჰარის მეუღლისთვის ნამდვილი საყრდენი აღმოჩნდა. ის მეგანს ნეგატიურ გარემომცველ ფაქტორებთან გამკლავებაში ეხმარება.
“ ბოლო თვეების განმავლობაში გოგონებს ძალიან ახლო მეგობრობა ჩამოუყალიბდათ. მათ ბევრი საერთო აქვთ: უყვართ მოდა, ორივე ცხოვრობდა ლოს ანჟელესში და ორივეს სქელკანიანობა მართებს, რომ გარშემო არსებული ნეგატიური რეაქციებისგან თავი დაიცვას“–უთხრა ბრიტანულ მედიას მეგანის ერთ–ერთმა ნაცნობმა.
ვიქტორია იმდენად ახლოს არის მეგან მარკლთან, რომ მას ბავშვის ოთახის მოწყობასა და ახალშობილის ტანსაცმლის შერჩევაში დაეხმარა. ყოფილ მომღერალს თავად ოთხი შვილი ყავს, მეგობარს გამოცდილებას უზიარებს და დედობისთვის ამზადებს.
მეგან მარკლის და პრინცი ჰარის შვილი აპრილის ბოლომდე დაიბადება.