დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე პარლამენტის წინ გვიან ღამით კარვების ძალით აღებასა და მის ადგილას გასაბერი ატრაქციონების დადგმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“წუხანდელი უმსგავსობა რას ემსახურებოდა აზრზე ვერ მოვდივარ. ვის მოუვიდა თავში გაუბედურებული ადამიანების პროტესტის ადგილას ატრაქციონის მოწყობის იდეა? ნუთუ თბილისის ცენტრში სხვა ადგილის გამონახვა შეუძლებელი იყო? ვფიქრობ ამ ყველაფრით გამწარებულ ადამიანებს კიდევ ერთხელ დაგვცინეს. მე წესით მანდ უნდა ვიყო ეხლა, მაგრამ ცუდად დაემთხვა და ფილტვების ანთება დამემართა. სუნთქვა და სიარული მიჭირს. როგორცკი ძალას ვიგრძნობ მაშინვე გამოვალ”-წერს თორნიკე მამალაძე.
შეგახსენებთ, შვილმკვდარი მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი პოლიციამ გვიან ღამით აიღო, ადგილზე სამოქალაქო აქტივისტებიც დააკავეს. გასაბერი ზვიგენი კი ცოტა ხნის წინ ჩაიფუშა.