Visa–მ и Mastercard–მა განაცხადეს, რომ რუსეთში მუშაობას აჩერებენ.
“ყველა ტრანზაქცია, რომლებიც რუსეთში გამოშვებული visa ბარათებით იქნება ინიცირებული, ქვეყნის გარეთ აღარ იმუშავებს, ასევე ნებისმიერი visa ბარათი, რომელიც რუსეთის ფარგლებს გარეთ მდებარე ფინანსური ორგანიზაციების მიერ არის გამოშვებული, რუსეთის ფედერაციაში აღარ იმუშავებს “– აცხადებს კომპანია.
Mastercard–მა ასევე განაცხადა, რომ აჩერებს მომსახურებას რუსეთში. რუსეთის ბანკების მიერ გამოშვებული ბარათები Mastercard–ის ქსელის მიერ აღარ იქნება მხარდაჭერილი. გარდა ამისა, რუსეთის ფარგლებს გარეთ გამოშვებული Mastercard–ის ბარათები რუსეთის ტერიტორიაზე აღარ იმუშავებს.
კომპანიაში აღნიშნეს, რომ რუსეთში ოპერაციებს მაშინ განაახლებენ, როცა “ეს დროული იქნება“– იმ შემთხევაში, თუ არ იარსებებს საკანონმდებლო შეზღუდვები.
რუსეთის სბერბანკში აცხადებენ, რომ საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების გადაწყვეტილება ქვეყნის შიგნით სბერბანკის ბარათების მუშაობაზე გავლენას არ მოახდენს.