Volvo– მიერ დაანონსებულ ახალ ელექტრომობილ Polestar 6–ზე მოთხოვნამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ელექტრო სუპერქარი ერთი კვირის მანძილზე მთლიანად გაიყიდა, მიუხედავად იმისა, რომ სერიული მოდელის პრემიერა მხოლოდ 2026 წელს შედგება და მისი მახასიათებლების უმრავლესობა ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ შვედური ავტომწარმოებლის პრესსამსახური იუწყება.
ელექტრომობილის პროტოტიპის, Polestar O2–ის პრეზენტაცია ივნისში ბრიტანულ გუდვუდში სიჩქარის ფესტივალზე შედგა. ავტომობილმა ბევრი დადებითი გამოხმაურება მიიღო და გადაწყდა, რომ ის სერიულ წარმოებაში ჩაეშვება.
აგვისტოში, კალფორნიაში გამართულ რეტრო–შოუზე წარმოადგინეს გარკვეულწილად შეცვლილი წინასასერიო კონცეპტ–ქარი, რომელსაც Polestar 6 ეწოდება. მწარმოებელმა განაცხადა, რომ 500 ასეთი კაბრიოლეტის გამოშვებას გეგმავს. ავტომბილის ღირებულება დაახლოებით 200 000 დოლარი იქნება. ამის შემდეგ მალევე ავტომობილის შეკვეთის მსურველები გამოჩნდნენ და ავტოკონცერნმა ერთ კვირაში მთელი ტირაჟი გაყიდა.
ავტორუბრიკას წარმოგიდგენთ სოკარი
ოთხადგილიანი კაბრიოლეტი კუთხოვანი დიზაინით ფლაგმანური Polestar 5 მოდელის შემოკლებულ პლატფორმაზე აშენდება. მის კონსტრუქციაში დომინანტი ალუმინი იქნება.ელექტრომობილი Polestar 6 –ის კომპლექტაციის დეტალები არ ხმაურდება. თუმცა, ცნობილია, რომ მისი 2 მოტორის ჯამური სიმძლავრე 884 ცხ.ძ. იქნება და 100 კმ.სთ. სიჩქარის განვითარებას 3.2 წამში შეძლებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ იქნება.