“ევროპარლამენტარებმა საქართველო საერთოდ არ იციან სად არის, რა ქვეყანაა და ბოლოს ვუთხარით, რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ, მაგის შემდეგ შეგვხვდნენ და შემოგვიშვეს ევროპარლამენტში”, – ასე პასუხობს კახა კალაძე „ევროპული საქართველოს“ წევრს სალომე სამადაშვილს.
„სამადაშვილის სისულელეები მე მგონი, სერიოზული პასუხის ღირსიც არ არის. ხო, საერთოდ არავინ არ გვიცნობს, არ გვიშვებდნენ, საქართველო საერთოდ არ იციან სად არის, რა ქვეყანაა და ბოლოს ვუთხარით, რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ, მაგის შემდეგ შეგვხვდნენ და შემოგვიშვეს ევროპარლამენტში“, – აცხადებსს კალაძე.
ცნობისთვის, სალომე სამადაშვილმა ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავდა, რომ „კალაძე და კობახიძე დადიან ლანდებივით, არავინ იცნობს”.