Washington Post: CIA-ს ხელმძღვანელი კიევში რუსეთის გეგმებზე სასაუბროდ საიდუმლოდ ჩავიდა

აშშ–ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს  დირექტორი უილიამ ბერნსი ფარულად გაემგზავრა კიევში გასული კვირის ბოლოს პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან და უკრაინის დაზვერვის ჩინოვნიკებთან შესახვედრად, იტყობინება The Washington Post, ვიზიტის შესახებ ინფორმირებული მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, უილიამ ბერნსმა ზელენსკის მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის სავარაუდო სამხედრო გეგმების შესახებ უკრაინაში.

აშშ-ის დაზვერვა ყურადღებით აკვირდება რუსეთის მზადებას უკრაინაში დიდი ახალი შეტევისთვის, რომელიც შეიძლებამომდევნო რამდენიმე თვეში დაიწყოს.

ბერნსი უკრაინის დედაქალაქში პირველად არ ჩასულა- ის აქ  გასული წლის ოქტომბერსა და ნოემბერშიც იყო ჩასული.