Washington Post: CIA-ს უფროსი რუსული სარაკეტო თავდასხმის დროს კიევში იმყოფებოდა

აშშ–ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართვალოს, CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი სამშაბათს კიევში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდებოდა, როდესაც უკრაინის დედაქალაქში და ქვეყნის მრავალ სხვა ნაწილში მასიური სარაკეტო თავდასხმები მოხდა– იტყობინება Washington Post.

ვიზიტი  უკრაინის ტრიუმფის მომენტში შედგა, ანუ რამდენიმე დღის შემდეგ იქიდან, რაც უკრაინელმა ჯარებმა გაათავისუფლეს ქალაქი ხერსონი და ზელენსკიმ  ომში გარდამტეხი მომენტი გამოაცხადა –  ნათქვამია სტატიაში. ამავე დროს, ეს  იყო უკიდურესი დაძაბულობისა და გაურკვევლობის მომენტი, როდესაც რუსული წარმოების რაკეტა ჩამოვარდა პოლონეთში, რამაც გამოიწვია კითხვები, თუ როგორ შეიძლება ნატომ უპასუხოს ალიანსის წევრ ქვეყანაზე შესაძლო თავდასხმას–წერს გამოცემა.

ბერნსი, რომელსაც პრეზიდენტი ბაიდენი ხშირად გზავნიდა რუს და უკრაინელ ლიდერებთან მოსალაპარაკებლად, ასევე შეხვდა თავის უკრაინელ კოლეგებს და განიხილა აშშ-ს გაფრთხილება, რომელიც მან ორშაბათს გაავრცელა ანკარაში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსთან სერგეი ნარიშკინთან შეხვედრისას.( ბირთვული იარაღის გამოყენებაზე).

Washington Post-ის წყარო ამბოს, რომ CIA-ს ხელმძღვანელი სამშაბათს სარაკეტო თავდასხმების დროს აშშ-ს საელჩოში უსაფრთხოდ იყო. სამშაბათს კიევზე სარაკეტო დარტყმებს წინ უძღვოდა ორკვირიანი პაუზა  სარაკეტო შეტევებში და ამის გამო, თავდაპირველად მოსახლეობის დიდი ნაწილი განგაშს იგნორირებით შეხვდა.როდესაც აფეთქებები დაიწყო, ხალხი სარდაფებსა და დერეფნებს აფარებდა თავს–წერს გამოცემა.

არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის თავდასხმები ბერნსის ვიზიტს შეგნებულად დაემთხვა, ხაზს უსვამს გამოცემა.

ბერნსი, გამოცდილი დიპლომატი და ყოფილი ელჩი რუსეთში, გასული წლის ნოემბერში გაემგზავრა მოსკოვში და შეხვდა კრემლის მაღალჩინოსნებს. მოსკოვში ყოფნისას ის ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, იხსენებს გაზეთი. ამის შემდეგ CIA-ს ხელმძღვანელმა პუტინს გადასცა აშშ-ს პრეზიდენტის მესიჯი და გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტი, რომ თუ ის უკრაინაში შეიჭრებოდა,  შეერთებული შტატები მძიმე შედეგების გარანტიას აძლევდა. –წერს Washington Post.