მიუხედავად შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების სამხედრო მხარდაჭერისა, უკრაინას ჯერ კიდევ აკლია ცოცხალი ძალა და იარაღი, რათა სრულად განდევნოს რუსული ჯარები თავისი ტერიტორიიდან, წერს Washington Post.
პოლონეთისა და სლოვაკეთის მიერ ავიაგამანადგურებლის მიწოდების შესახებ განცხადება სიმბოლური იყო, მაგრამ საბჭოთა ეპოქის თვითმფრინავების გამოყენება შეზღუდულია ომის ხასიათის გათვალისწინებით, ამერიკული აბრამსის ტანკები კი უკრაინაში მხოლოდ შემოდგომაზე ჩამოვა.
„ცხადია, დრო რუსეთის მხარეზეა, მას ყავს ჯარისკაცები და აქვს მატერიალური რესურსები, რათა ებრძოლოს ხანგრძლივ ომს უზარმაზარ ფრონტზე“, – თქვა ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსმა რეიჩელ რიზომ. „უკრაინას არ აქვს ეს უპირატესობა. თუ იარაღის მიწოდება საკმარისად სწრაფად არ მოხდა, უკრაინას ძალიან გაუჭირდება წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის წინსვლას“.
დაგვიანება არ არის ერთადერთი პრობლემა. დასავლეთის მხარდაჭერის გარანტიების მიუხედავად, იარაღთან დაკავშირებით უკრაინის სურვილების სიის სხვა საკვანძო პუნქტებიც შეუსრულებელი რჩება, წერს გაზეთი.
კიევი ითხოვს ყველაფერს – დაწყებული დახვეწილი აღჭურვილობით, როგორიცაა ამერიკული F-16 მოიერიშე თვითმფრინავები და უფრო შორი მანძილის სარაკეტო საარტილერიო სისტემებით,ძირითადი საბრძოლო მასალებით დასრულებული, განსაკუთრებით ჭურვებს არსებული საბჭოუპმ ტანკების და არტილერიისთვის.
ზოგიერთი ოფიციალური პირი და დიპლომატი აღიარებს, რომ დასავლეთის შეიარაღების სტრატეგია უკრაინას ძვირად დაუჯდა, მაგრამ აცხადებენ, რომ ეს ასევე ასახავს კიევის მხარდასაჭერად ფართო საერთაშორისო კოალიციის შექმნის პოლიტიკურ რეალობას.
”დარწმუნებული ვარ, კარგი იქნებოდა, რომ იქ, სადაც ახლა ვართ, ექვსი თვის წინ ვყოფილიყავით,” – განუცხადა აშშ-ის ელჩმა ევროკავშირში მარკ გიტენშტეინმა ჟურნალისტებს თებერვლის ბოლოს. ”და ვფიქრობ, რომ ეს სიტუაციას შეცვლიდა, თუმცა, არ იფიქროთ, რომ ეს შეიძლებოდა უფრო სწრაფად გაკეთებულიყო, ვიდრე პრეზიდენტმა ბაიდენმა გააკეთა.