Wizz Air და Ryanair საქართველოში ფრენებს აღადგენენ – ნათია თურნავა

“Wizz Air და Ryanair საქართველოში ფრენებს აღადგენენ”- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ამის შესახებ Euronews Georgia-ს ეთერში  ისაუბრა. როგორც თურნავამ განაცხადა, რეგულარული ავიარეისები რამდენიმე თვეში ეტაპობრივად აღდგება. მინისტრმა განმარტა, რომ Wizz Air-ი საქართველოს მიმართულებით ოპერირებას სექტემბრიდან განაახლებს, ხოლო Ryanair-ი კი ოქტომბრის ბოლოდან ან ნოემბრის დასაწყისიდან.

“დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოყვანა არის ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ამოცანა და მონაპოვარი. პირდაპირ გეტყვით, რომ უკვე ამ თვეში აღდგება მიმოსვლა Wizz Air-ის მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. რა სიხშირითა და მიმართულებებით იქნება ფრენები – ამაზე ავიაკომპანიებთან ვმუშაობთ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.