WSJ: უკრაინის კონტრშეტევა სამხრეთში ნელა, მაგრამ გეგმის მიხედვით მიდის

დასავლელი ექსპერტები არ ელიან უკრაინელი სამხედროების მასირებულ შეტევას სამხრეთში. მათ დიდი ტერიტორიების ბრძოლით დაბრუნების გარეშეც შეუძლიათ საკუთარი ოპერაციით წარმატების მიღწევა. ამის შესახებ გამოცემა Wall Street Journal წერს.

გამოცემის ინფორმაციით უკრაინელი ჩინოვნიკები ამტკიცებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა სამხრეთში რუსეთის პოზიციებზე ნელა მიმდინარეობს, თუმცა ეს გეგმის ნაწილია.

დასავლელი ანალიტიკოსების აზრით, უკრაინის ოპერაციის წარმატებას შეიძლება რამდენიმე ფორმა ჰქონდეს – კიევმა პროგრესს შესაძლოა ისე მიაღწიოს, რომ ამისთვის დიდი ტერიტორიების სასწრაფოდ ბრძოლით დაბრუნება არ დაჭირდეს.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ მოწინააღმდეგე აიძულონ მისი ჯარების და მომარაგების ბაზების ადგილმდებარეობა გაამხილოს, ასევე დაიკავოს თავდაცვითი პოზიცია ან უკრაინის სხვა ნაწილებიდან ჯარები გამოიყვანოს. ამას გარდა, კიევს შეუძლია წვდომა ქონდეს სადაზვერვო მონაცემებთან რუსული ქვედანაყოფების, მათი სუსტი წეტილებისა და ბრძოლისთვის მზადყოფნის შესახებ.

დასავლელი ოფიციალური პირების შეფასებით, რუსეთს ხერსონში და მის შემოგარენში დაახლოებით 20 ათასი სამხედრო ყავს მობილიზებული.  ამასთან, ჩინოვნიკები ხაზს უსვამენ, რომ ეს ციფრი შესაძლოა არაზუსტი იყოს. მოწინააღმდეგის ხაფანგში შემოტყუებამ დასავლური მაღალი სიზუსტის იარაღის საშუალებით შეიძლება პოტენციურად რეგიონში რუსული ჯარების კაპიტულაცია გამოიწვიოს, ასევე შეიძლება უკრაინას საშუალება მისცეს ისინი გაანადგუროს, ან გაქცევა აიძულოს. ამავე დროს, კიევს იმედი აქვს, რომ ხერსონს ისე დაბრუნებს, სისხლიანი ქუჩის ბრძოლების გამართვა არ მოუწევს– წერს გამოცემა.

სტატიაში ნათქვამია, რომ შეტევა ხერსონის მიმართულებით მხოლოდ ელემენტია უკრაინის შეიარაღებული ძალების დიდ სტრატეგიაში, რომელიც რუსული ჯარის მთელ შემადგენლობაზე ზეწოლას გულისხმობს – ხარკოვიდან  ყირიმამდე.

“როცა ბევრ ადგილზე უტევ, აიძულებ რუსებს იმკითხაონ, სად იქნება უკრაინელების შემდეგი დარტყმა. ბრძოლის ტაქტიკა, რომლის გამოცნობა შეუძლებელია, რუსებს მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს“– ამბობს გამოცემასთან საუბრისას აშშ–ს არმიიის გადამდგარი გენერალი სტივენ ტვიტი.

ამავე დროს, ექსპერტი აღნიშნავს, რომ ახლო მომავალში არ ელის უკრაინული არმიის მასირებულ შეტევას რუსულ პოზიციებზე.

“ჩვენ ვნახავთ პატარა ქვედანაყოფების დისლოკაციის რამდენიმე ადგილს, რაც რუსებს ზიანს მიაყენებს და ბრძოლის შესანიშნავი ხერხი იქნება. ბრძოლის ამ მეთოდის გამოყენებისას გრძელვადიან პერსპექტივაზე უნდა იფიქროთ.“– ამბობს ის.

უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ შეტევები და პაუზები შემდგომი ოპერაციების მოსამზადებლად გამოიყენონ – ამბობს აშშ–ს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ანალიტიკოსი, ბილი ფაბიანი. თავის მხრივ, ბრიტანეთის გაერთიანებული ძალების სამეფო ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, ჯეკ უტოლინგი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ხერსონის მიზანმიმართული შტურმი ამ მომენტში შეცდომა იქნებოდა.

გენერალი ტვიტი აღნიშნავს, რომ უკრაინის მიერ ტერიტორიებზე კონტროლის მაშტაბურ დაბრუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ომი უკრაინაში საბობოოდ ამა თუ იმ ფორმით მოლაპარაკებებით დასრულდება.

“გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც უფრო მეტს მიაღწევს უკრაინა, მით უფრო წარმატებული იქნება მოლაპარაკების მაგიდასთან“– ამბობს ექსპერტი.

პესკოვის თქმით, თუ კიევი მოისურვებს, ომი შეიძლება ხვალ დასრულდეს

კრემლის სპიკერი  დიმიტრი პესკოვი ამტკიცებს, რომ რუსეთს შეუძლია ომი უკრაინაში ნებისმიერ დროს დაასრულოს, თუ...

საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე – სტანო

საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის...

უკრაინაში მეომრებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე დისკუსიაც კი განაჩენია – ბოკერია

''მე არ ვიცი და არამგონია ვინმემ ზუსტად იცოდეს, ამ ნაბიჯს გადადგამს თუ არა ივანიშვილის...

თუ ვინმეს უნდა დახატოს, რომ უკრაინელები ცუდი ხალხია და არ გვეხმარებიან, არის უსინდისო ნაბი*ვარი...

"რუსული თვითმფრინავები გვყავს ჩამოყრილი უკრაინიდან ნაყიდი იარაღით. 2008 წლის ომის დროს, რუსული თვითმფრინავები რაც...

უკრაინაში ვართ მოხალისეები, მოხალისეობის გამო მოქალაქეობას ჩამოგვართმევენ? – რომეო ფარულავა

"უკრაინაში ვართ მოხალისეები, მოხალისეობის გამო მოქალაქეობას ჩამოგვართმევენ? " - ასე ეხმაურება, უკრაინაში მებრძოლი ქართველი...

თუ სხვა ქვეყნის ჯარში ჩაირიცხები, კარგავ საქართველოს მოქალაქეობას – მდინარაძე

"აქ მეორე ძალიან დიდი პრობლემაა, იქ მიმოწერაში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო რა, არავინ...

პერუს პრეზიდენტი, რომელიც პარლამენტის დათხოვნას აპირებდა დაამხეს და დაიჭირეს

პერუს პარლამენტმა იმპიჩმენტი გამოუცხადა პრეზიდენტ პედრო კასტილიოს მას შემდეგ, რაც მან ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს...

სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას – იონათამიშვილი

"სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას " - ამის შესახებ...

დასახელებულია 2022 წლის ყველაზე დაუცველი პაროლები: შეამოწმეთ არის თუ არა თქვენი სიაში

NordPass-ის ექსპერტებმა გააანალიზეს 2022 წელს მონაცემთა დარღვევის შედეგად გაზიარებული 3TB პაროლები და შეადგინეს 200 ყველაზე გავრცელებული და ამავე დროს სუსტი პაროლის სია. ათი "ლიდერი" წლიდან...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

მამაკაცს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლები მოიპარა და მისი თანაშემწე დაჭრა, 21 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მამაკაცს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების მოიპარა და მომღერლის ასისტენტს მკერდში ესროლა, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჯეიმს ჰოვარდ ჯექსონი დამნაშავედ ცნეს მკვლელობის მცდელობაში, მან განაჩენი...