დასავლელი ექსპერტები არ ელიან უკრაინელი სამხედროების მასირებულ შეტევას სამხრეთში. მათ დიდი ტერიტორიების ბრძოლით დაბრუნების გარეშეც შეუძლიათ საკუთარი ოპერაციით წარმატების მიღწევა. ამის შესახებ გამოცემა Wall Street Journal წერს.
გამოცემის ინფორმაციით უკრაინელი ჩინოვნიკები ამტკიცებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა სამხრეთში რუსეთის პოზიციებზე ნელა მიმდინარეობს, თუმცა ეს გეგმის ნაწილია.
დასავლელი ანალიტიკოსების აზრით, უკრაინის ოპერაციის წარმატებას შეიძლება რამდენიმე ფორმა ჰქონდეს – კიევმა პროგრესს შესაძლოა ისე მიაღწიოს, რომ ამისთვის დიდი ტერიტორიების სასწრაფოდ ბრძოლით დაბრუნება არ დაჭირდეს.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ მოწინააღმდეგე აიძულონ მისი ჯარების და მომარაგების ბაზების ადგილმდებარეობა გაამხილოს, ასევე დაიკავოს თავდაცვითი პოზიცია ან უკრაინის სხვა ნაწილებიდან ჯარები გამოიყვანოს. ამას გარდა, კიევს შეუძლია წვდომა ქონდეს სადაზვერვო მონაცემებთან რუსული ქვედანაყოფების, მათი სუსტი წეტილებისა და ბრძოლისთვის მზადყოფნის შესახებ.
დასავლელი ოფიციალური პირების შეფასებით, რუსეთს ხერსონში და მის შემოგარენში დაახლოებით 20 ათასი სამხედრო ყავს მობილიზებული. ამასთან, ჩინოვნიკები ხაზს უსვამენ, რომ ეს ციფრი შესაძლოა არაზუსტი იყოს. მოწინააღმდეგის ხაფანგში შემოტყუებამ დასავლური მაღალი სიზუსტის იარაღის საშუალებით შეიძლება პოტენციურად რეგიონში რუსული ჯარების კაპიტულაცია გამოიწვიოს, ასევე შეიძლება უკრაინას საშუალება მისცეს ისინი გაანადგუროს, ან გაქცევა აიძულოს. ამავე დროს, კიევს იმედი აქვს, რომ ხერსონს ისე დაბრუნებს, სისხლიანი ქუჩის ბრძოლების გამართვა არ მოუწევს– წერს გამოცემა.
სტატიაში ნათქვამია, რომ შეტევა ხერსონის მიმართულებით მხოლოდ ელემენტია უკრაინის შეიარაღებული ძალების დიდ სტრატეგიაში, რომელიც რუსული ჯარის მთელ შემადგენლობაზე ზეწოლას გულისხმობს – ხარკოვიდან ყირიმამდე.
“როცა ბევრ ადგილზე უტევ, აიძულებ რუსებს იმკითხაონ, სად იქნება უკრაინელების შემდეგი დარტყმა. ბრძოლის ტაქტიკა, რომლის გამოცნობა შეუძლებელია, რუსებს მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს“– ამბობს გამოცემასთან საუბრისას აშშ–ს არმიიის გადამდგარი გენერალი სტივენ ტვიტი.
ამავე დროს, ექსპერტი აღნიშნავს, რომ ახლო მომავალში არ ელის უკრაინული არმიის მასირებულ შეტევას რუსულ პოზიციებზე.
“ჩვენ ვნახავთ პატარა ქვედანაყოფების დისლოკაციის რამდენიმე ადგილს, რაც რუსებს ზიანს მიაყენებს და ბრძოლის შესანიშნავი ხერხი იქნება. ბრძოლის ამ მეთოდის გამოყენებისას გრძელვადიან პერსპექტივაზე უნდა იფიქროთ.“– ამბობს ის.
უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ შეტევები და პაუზები შემდგომი ოპერაციების მოსამზადებლად გამოიყენონ – ამბობს აშშ–ს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ანალიტიკოსი, ბილი ფაბიანი. თავის მხრივ, ბრიტანეთის გაერთიანებული ძალების სამეფო ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, ჯეკ უტოლინგი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ხერსონის მიზანმიმართული შტურმი ამ მომენტში შეცდომა იქნებოდა.
გენერალი ტვიტი აღნიშნავს, რომ უკრაინის მიერ ტერიტორიებზე კონტროლის მაშტაბურ დაბრუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ომი უკრაინაში საბობოოდ ამა თუ იმ ფორმით მოლაპარაკებებით დასრულდება.
“გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც უფრო მეტს მიაღწევს უკრაინა, მით უფრო წარმატებული იქნება მოლაპარაკების მაგიდასთან“– ამბობს ექსპერტი.