ყაჩაღობა ქობულეთში- სოკარის ოფისში დაცვის თანამშრომელი დააბეს

ყაჩაღობა ქობულეთში- “სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას” ფილიალში უცნობი პირი შეიჭრა და დაცვის თანამშრომელი დააბა. ინფორმაციას “ტვ 25” ავრცელებს.

თავდამსხმელმა  სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხა. კომპანიის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის თქმით, დაზიანებულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, თუმცა რა რაოდენობის თანხა არის წაღებული უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.