Yandex-ის დამფუძნებელი ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა

უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი დღეს ამოქმედდა, რომელშიც Yandex-ის დამფუძნებელი, არკადი ვოლოჟიც მოხვდა. სანქციების სიაში შეყვანიდან ნახევარი საათის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ არკადი ვოლოჟი ტოვებს ყველა თანამდებობას Yandex-ში.

”ალოგიკურად მიმაჩნია კომისიის გადაწყვეტილება. თუმცა, სანამ სანქციები მოქმედებს, მე არ მივცემ რაიმე მითითებებს ან რეკომენდაციებს ნდობას კენჭისყრასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებების მიღება გაგრძელდება დირექტორთა საბჭოს მიერ. ეს დაიცავს კომპანიის და ყველა ჩვენი აქციონერის ინტერესებს. ამით მე გავაგრძელებ კომპანიისა და მისი გუნდის დახმარებას“. – აცხადებს, არკადი ვოლოჟი.

სანქციების მეექვსე პაკეტის ფარგლებში სანქცირებულ პირთა სიაში ასევე შედიან რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის შილები, ელიზაბეტ და ნიკოლაი პესკოვები და მისი მეუღლე ტატიანა ნავკა, სახელმწიფო მარეგულირებელი უწყება “როსკომნდაზორის ხელმძღვანელი ანდრეი ლიპოვი, “რია ნოვოსტის” მოწინავე რუბრიკის – “უკრაინის საკითხის საბოლოო გადაწყვეტა”, – ავტორი პიტერ აკოფოვი და მილიარდერ ალექსეი მორდაშოვის მეუღლე, მარინა.