ყოფილი ცოლის მიმართ მუქარის ბრალდებით დუშეთში კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული გ.ბ. დუშეთში დააკავეს.

შსს–ს ინფორმაციით გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ბ.-მ ყოფილ მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.