“ივანიშვილი აკეთებს იმიტაციას სამოქალაქო დაპირისპირების”-ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის ლაივში აცხადებს.
“მახსენდება კარგად რომ 2012 წლის არჩევნების მერე მასთან მქონდა რამდენიმე შეხვედრა და მეორე შეხვედრაზე მან მითხრა ყველაფერზე წამსვლელი ვარო,მაშინ მე ბოლომდე ვერ მივხვდი რას გულისხმობდა თან ახალი გამარჯვებული იყო საპარლამენტო არჩევნებში.
ივანიშვილი აკეთებს იმიტაციას სამოქალაქო დაპირისპირების. სინამდვილეში არ არსებობს არანაირი ორი მხარე და არ არსებობს არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება. ახლა ხომ ყველასთვის საბოლოოდ გასაგები გახდა რომ მას უნდა არეულობა და აწყობს დესტაბილიზაცია და ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა. არსებობს ქართველი ხალხი, რომელსაც უნდა უკეთესად ცხოვრება, არ უნდა რომ ვიღაცა ქვეყნიდან აგდებდეს, რომელსაც უნდა რომ ქონდეს ნორმალური პენსია და ნორმალური პერსპექტივები ცხოვრებაში, რომელსაც უნდა ნორმალური დასაქმება.
მეორეს მხრივ, არის ბოლომდე გაკოტრებული და შეშინებული ივანიშვილი რომელსაც აღარაფერი აღარ შველის, არც მილიარდები და არც ხელისუფლება. ჩვენ ახლა როგორც არასდროს გვჭირდება სიმშვიდე მაგრამ შეტევა, მშვიდი შეტევა მთელი ფრონტით. ჩვენ ვართ ძალიან ბევრი და ძალიან ძლიერები. ჩვენ ვართ ამაყი ერის ამაყი შვილები”,- აცხადებს სააკაშვილი.