ზელენსკის პარტია უკრაინაში მარიხუანის ლეგალიზაციას მხარს უჭერს

26 ოქტომბერს  უკრაინის დედაქალაქში „კანაფის მარში“ გაიმართა, რომელშიც მოქალაქეებთან ერთად უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახურის“ წევრებიც მონაწილეობდნენ.  როგორც უკრაინული მედია იუწყება, პარტიის წევრმა ნიკიტა პოტურაევმა განაცხადა, რომ ზელენსკის პარტია მარიხუანის ლეგალიზაციას მხარს უჭერს.

„მე დავიბადე და გავიზარდე დნეპროპეტროვსკში. ამ ქალაქში ძალიან ბევრი ნარკომანია. ჩემი კლასელები ნარკოტიკს მე-8 კლასიდან იღებდნენ. კანაფი – ეს არ არის ნარკოტიკი. მე არ მინახავს არც ერთი ადამიანი რომელიც მარიხუანას მოიხმარს, ისეთ მძიმე მდგომარეობაში რა შედეგებსაც ნარკოტიკი იწვევს,“- განაცხადა პოლიტტექნოლოგმა.