ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 3 ადამიანი.
ავარიის შედეგად დაშავებული 2 პირი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებულები. ერთის მდგომარეობა მძიმეა.
შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.