ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ნაძვის ხეზე ხალხს ხვალისთვის გორში ეპატიჟება

საპრეზიდენტო ნაძვის ხე 6 იანვარს გორში გაიმართება. სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც მოსახლეობას საპრეზიდენტო ნაძვის ხეზე და საახალწლო კონცერტზე ხვალ გორში 17 საათისთვის ეპატიჟებიან. ღონისძიების შესახებ სხვა დეტალები უცნობია. მას სავარაუდოდ დაესწრება თავად სალომე ზურაბიშვილი.