საფრანგეთის პოლინეზიაში ფრანგ ტურისტს ზვიგენი დაესხა თავს. 35 წლის ქალი ვეშაპების დასათვალიერებლად იყო მისული, რა დროსაც შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას “Agence France-Presse”-ი ავრცელებს.
ზვიგენმა ტურისტს მკერდზე და ხელებზე უკბინა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ქალს ადგილზე გაუწიეს პირველადი დახმარება. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მან ბევრი სისხლი დაკარგა, ექიმები იძულებულები გახდნენ მისთვის ორივე ხელი მოეჭრათ.