“на хуй”- აქტივისტებმა პოზნერს დაბადების დღე ტორტით მიულოცეს

“на хуй”- ამ წარწერით, სასატუმრო “რუმსთან” შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა, ვლადიმერ პოზნერს დაბადების დღე მიულოცეს.  რუსი პროპაგანდისტი, ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 50–მდე მეგობართან ერთად დაბადების დღის ასაღნიშნად 31 მარტს, საღამოს ჩამოვიდა. ისინი რესტორან “რუმსში” ჩერდებოდნენ თუმცა სავახშმოდ “ვინოტელში” გადაინაცვლეს, სადაც აქტივისტებმა აქცია გამართეს. შრომის ინსპექციამ როგოროც სასტუმროს სტუმრები, ისე სასტუმრო, დააჯარიმა. პოზნერი და მისი მეგობრები პოლიციამ კორდონის დახმარებით გაიყვანა და სასტუმრო “რუმსში” დააბრუნა, სადაც შემდეგ შეკრებილმა აქტივისტებმა კვერცხები ესროლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პოზნერი საქართველოს ტოვებს და მისთვის ჩარტერული რეისი დილის 6 საათზე ჩაინიშნა.  პოზნერის დაგეგმილზე ადრე გამგზავრება, თბილისში განვითარებულს მოვლენებს უკავშირდება. ის  საქართველოში გაჩერებას 3 აპრილამდე გეგმავდა.