მარტის დასაწისში, კიევში რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ, რუს ოლიგარქს, რომან აბრამოვიჩს და უკრაინის დელეგაციის წევრებს, მოწამვლის სიმპტომები განუვითარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას THE WALL STREET JOURNAL-ი ავრცელებს.
WSJ-ის კორესპონდენტები, იაროსლავ ტროფიმოვი და მაქს კოლჩესტერი ამბობენ, რომ აბრამოვიჩს და უკრაინის დელეგაციის ორ წევრს აღენიშნებოდა თვალების სიწითლე, მუდმივი და მტკივნეული ცრემლდენა და კანის აქერცვლა სახეზე და ხელებზე.
გაზეთმა ასევე ჩაწერა ინტერვიუ დასავლელ ექსპერტებთან, რომლებმაც დაადასტურეს აღნიშნული სიმპტომები როგორც ქიმიური ან ბიოლოგიური აგენტით მოწამვლა, ასევე, ელექტრომაგნიტური გამოსხივების ზემოქმედება – ე.წ. “ჰავანას სინდრომი”
Wall Street Journal-ის წყარო ამბობს, რომ ამ დროისთვის რუსი ბიზნესმენი და უკრაინის დელეგაციის წევრები გამოკეთდნენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოცემას რამდენიმე წყარომ უთხრა, რომ ინციდენტში სავარაუდოდ კრემლის წარმომადგენლები არიან გარეულები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ მოლაპარაკების გზით შეთანხმებას და შეხვედრის საბოტაჟი სურდათ.