აბსოლუტურად გაუმართლებელია ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა – ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანას არ ჩაკეტავენ.

“ჩვენ გადავწყვიტეთ მყარად და ვთქვით, რომ ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანამ შემოიტანა 2 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა, ჯამში ერთ თვეში ჩვენ გვექნება მთლიანობაში 3 მილიონზე მეტი ვაქცინა, აბსოლუტურად გაუმართლებელია ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა. ჩვენ ეკონომიკას არ შევაჩერებთ, ეს არის მცდარი გზა. ვაქცინაცია პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მაღალ ეკონომიკურ ზრდას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობის ამოცანაა, მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში 3 მილიონი აცრის ჩატარება, რაც მათ საშუალებას მისცემს, ქვეყანა არ ჩაკეტონ.