ადამ კინზინგერი საქართველოსთვის HIMARS-ების გადაცემას ითხოვს

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოსთვის მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ების გადაცემას ითხოვს.

კონგრესმენმა, უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის ტვიტი გააზიარა, სადაც ისინი HIMARS-ებით რუსეთის იარაღის საწყობების აფეთქებას იუწყებიან.

“რუსეთს საქართველოს 1/3 აქვს ოკუპირებული. ქართული ლეგიონი იცავს უკრაინას… როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, შესაძლოა, მეორადი ცეცხლი რუსეთის ოკუპირებულ მიწებზე გახსნას. HIMARS საქართველოს!”, – წერს კინზინგერი.