“ადამდელი არჩევნების გამო, სასამართლოს რეფორმაზე უარის თქმა არ ღირს”- ამის შესახებ, პარტია მოქალაქეების წევრმა, ლევან იოსელიანმა, კრისტიან დანიელსონთან შეხვდრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ, ვადამდელი არჩევნების გამო სასამართლოს რეფორმა არ უნდა დათმოს.
„დოკუმენტში, რომელიც დატოვა შარლ მიშელმა, არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, ეს ეხება სასამართლოს რეფორმირების საკითხს. პოლიტპატიმრების საკითხი, მე მგონია, რომ პოზიტიურად გადაწყდება. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს – სასამართლოს რეფორმაზე უარის თქმა ვადამდელი არჩევნების გამო არ ღირს, ეს ჩემი პერსონალური აზრია. ამ ქვეყანაში ჩვენ უნდა ვებრძოლოთ პრობლემის საფუძველს და არა პრობლემის შედეგს”, – განაცხადა იოსელიანმა.