„ადამიანის სიცოცხლე უმთავრესია“- შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფრო ნინო გიორგობიანი მედია საშუალებებს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.
„მინდა, მადლობა გადავუხადო მედიას დღევანდელი თანამშრომლობისათვის. მადლობა, რომ გაითვალისწინეთ ჩვენი თხოვნა და არ გააშუქეთ მძევლების აყვანის თემა მანამ, სანამ საფრთხემ არ ჩაიარა. ადამიანის სიცოცხლე უმთავრესია“, – წერს ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში.
დღეს დილიდან კასპში განვითარებულ მოვლენებზე, გაშუქებაზე მედიასაშუალებებმა შსს-ს თხოვნით უარი განაცხადა მანამ, სანამ ყველა მძევალი უსაფრთხოდ არ გათავისუფლდებოდა.