“მინდა გითხრათ, რომ ამ ბოლო დროს, ძირითადად, ჩვენი საუბარი ამქვეყნიურ ამბებს საერთოდ არ ეხება. ძირითადად, სულიერ საკითხებს ეხება. იმიტომ, რომ მე ამას წინათაც გამოვაცხადე და ახლაც მინდა, ვთქვა – მე ჩემს პირად სურვილს ხმამაღლა ვამბობ. ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობა აუცილებლად საზღვარგარეთ უნდა გააგრძელოს. ჩემი ლოცვაც ამაში მდგომარეობს. შვიდჯერ ზეთისცხების საიდუმლო ჯანმრთელობისთვისაც არის და დავიწყებული ცოდვების მიტევებისთვისაც. მე მას ზეთი მთელ სხეულზე მთლიანად წავუსვი. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ზეთი ადამიანს კურნავს. მაგრამ, ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ მარტო ამის იმედად არ უნდა ვიყოთ და სააკაშვილმა აუცილებლად უნდა იმკურნალოს. რაც შეეხება მის მდგომარეობას. მიხეილ სააკაშვილი ძალიან გამხდარია. ადამიანის კიდევ უფრო მეტად გახდომა თუ შეიძლება, ვერ წარმომიდგენია”.

განაცხადა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა კლინიკა ვივამედში ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.