ადასტურებს, რომ ოცნებას არ აქვს 43%-ის გადალახვის შანსი – ბოკუჩავა Edison Research-ის კვლევაზე

ადასტურებს, რომ ოცნებას არ აქვს 43%-ის გადალახვის შანსი – ასე აფასებს ენმ-ის ლიდერი  თინა ბოკუჩავა Edison Research-ის კვლევას, რომლის მიხედვით  თვითმმართველობის არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, 33% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 25%- ენმ-ს; ხოლო 10% – გიორგი გახარიას.

”კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც გვიჩვენებს სხვა ყველა კვლევა, მათ შორის ქართული ოცნების დაკვეთით ჩატარებული შიდა პარტიული კვლევები, რომ ქართულ ოცნებას არ აქვს 43%-ის გადალახვის შანსი. ეს ძალიან კარგად იცის ქართულმა ოცნებამ, სწორედ ამიტომ გავიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან. იცის, იქ არის ვალდებულება, რომ 43%-იანი ბარიერის არგადალახვის შემთხვევაში, ჩაატარონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.” – აცხადებს ბოკუჩავა.