ადვოკატის თქმით, მზია ამაღლობელი „ვივა მედიდან“ გაწერილია, მაგრამ პენიტენციურ სამსახურს არ გადაჰყავს

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ განაცხადა, რომ მზია ამაღლობელი ისევ „ვივა მედშია“, ექიმების მიერ გაწერილია, ითხოვს გადაყვანას და პენიტენციურს არ გადაჰყავს.

„მზია ამაღლობელი ისევ „ვივა მედშია“, „ვივა მედში“ ვნახე. არ ვიცი, რა ხდება, ექიმების მიერ გაწერილია, თვითონ ითხოვს გადაყვანას და პენიტენციურს არ გადაჰყავს“, – აღნიშნა ქათამაძემ.