ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ისინი სასწრაფოდ მისვლამდე გარდაიცვალნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.