გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე “კაწრო” საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მას რამდენიმე წუთში დაკითხავენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ გურამ ამირხანაშვილთან ტოიოტა ქამრიდან ჩამოსვლის შემდეგ ახალგაზრდა მიდის და რამდენიმე წუთის განმავლობაში ელაპარაკება. ის მიკროავტობუსიდან ზუსტად იმ ადგილზე ჩამოდის, სადაც ამირხანაშვილი. მთავარი არხის ინფორმაციით, სავარაუდოდ ეს პიროვნება ავთანდილ ბილანიშილია.