“რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში. მე არანაირი პირადი ამბიცია და თანამდებობის სურვილი არ მამოძრავებს, ნამდვილად არ ვაპირებ ამისთვის ბრძოლას. მაგრამ ვაპირებ იმისთვის ბრძოლას, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ მომავალი, რომ საქართველო არამხოლოდ დარჩეს მსოფლიო რუკაზე, არამედ დაუბრუნდეს სწრაფ განვითარებას, ეს სიღარიბე, გამოუვალობა, კატასტროფა, რაც ხდება საქართველოში, შეჩერდეს.
მე იმედი მაქვს, რომ ყველანი ერთმანეთს დავუდგებით გვერდზე, ყველანი გავდებთ გვერდზე ყველა განსხვავებას. ჩვენ უნდა წავიდეთ ბოლომდე, სრულ გამარჯვებამდე. შეხვედრამდე, თბილისში”
ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში. მან თვითმფრინავის ბილეთიც გამოაქვეყნა.