ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ბილიკზე იმყოფებოდა, როდესაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.