BBC-ს ინფორმაციით, ავღანეთში, ISIS-მ ადგილობრივი ტელევიზიის სამი ქალი თანამშრომელი მოკლა. გამოცემის ცნობით, თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ტელევიზიის თანამშრომლები ჯალალაბადში, სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდნენ. შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი პირი დაშავდა.
ტელეკომპანია Enikas-ის ხელმძღვანელმა, ზალმაი ლატიფამ განაცხადა, რომ გარდაცვლილები 18-დან 20 წლამდე ასაკის გოგონები იყვნენ, სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდათ და გახმოვანების განყოფილებაში მუშაობდნენ.