უკრაინის პრეზიდენტის, ვოლიდიმირ ზელენსკის განცხადებით, აზერბაიჯანი მზად არის, უკრაინას თესვისთვის საჭირო საწვავი გადასცეს. ამის შესახებ მან ილჰამ ალიევთან საუბრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა.
“მოლაპარაკებები გავმართე აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან. იგი ინფორმირებულია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ახალი დარტყმების შესახებ. განვიხილეთ მწვანე დერეფნების გადაუდებელი აუცილებლობა. მადლობა გადავუხადე ჰუმანიტარული დახმარებისთვის და მზადყოფნისთვის, მოგვაწოდოს თესვისთვის საჭირო საწვავი”,– წერს ზელენსკი.
Held talks with President of Azerbaijan @azpresident. Informed about new strikes at the civilian population. The urgent necessity for green corridors was discussed. Thanked for the humanitarian aid and readiness to provide fuel for sowing.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 28, 2022