„აზოვის“ მეთაური მეუღლეს დაუკავშირდა და უთხრა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები “დამაკმაყოფილებელ პირობებში” არიან

რუსი ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი “აზოვის” ბატალიონის მეთაური დენის პროკოპენკო  მეუღლეს დაუკავშირდა და უთხრა, რომ  ამჟამად ნორმალურ პირობებშია, თუმცა როგორ განვითარდება  მოვლენები არ იცის. ინფორმაციას ამის შესახებ, The Guardian-ი ავრცელებს. 

პროკოპენკოს მეუღლე სატელეფონო საუბრის შემდეგ, გამოცემასთან ამბობს, რომ ტყვეობაში მყოფ უკრაინელ ჯარისკაცებზე ძალადობა არ ყოფილა, თუმცა უცნობია, რამდენად შეეძლო პროკოპენკოს მეუღლესთან თავისუფლად საუბარი. “აზოვის” ბატალიონის მეთაურის ცოლი აცხადებს, რომ პირობები ამჟამად  “დამაკმაყოფილებელია”. უკრაინელებს აჭმევენ, წყალს ასმევენ და ყოველ შემთხვევაში, პატიმრებზე აქამდე არ უძალადიათ.

  • “მან თქვა, რომ კარგად იყო და მკითხა, მე როგორ ვიყავი. სხვა წყაროებიდან გავიგე, რომ პირობები მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. იკვებებიან და წყალს აძლევენ. პირობები არის ადეკვატური და ამ მოკლე პერიოდში მათზე ძალადობა არ მომხდარა.ცრა იქნება შემდეგ, რა თქმა უნდა, არ ვიცით, მაგრამ ახლა არის მესამე მხარეები – გაერო და წითელი ჯვარი, რომლებიც აკონტროლებენ სიტუაციას” – ამბობს აზოვის პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო ცოლი.