უკრაინული პოლკის, “აზოვის“ რამდენიმე მეთაური, რომლებიც რუსი სამხედროების მიერ მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნის შტურმისას ტყვედ ჩავარდნენ, მოსკოვში, “ლეფორტოვოს“ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ამის შესახებ რუსული სააგენტო ТАСС საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ უკრაინის ოფიციალურ უწყებებს.
სად იმყოფება ““აზოვის მეთაური, დენის პროკოპენკო, ჯერჯერობით უცნობია, შაბათს პოლკის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ პროკოპენკოს ნაცვლად “აზოვს“ დროებით მაიორი ნიკიტა ნადტოჩი უხელმძღვანელებს.
კვირას კიევში დამოუკიდებლობის მოედანზე აზოვის მებრძოლთა ნათესავებმა ხსოვნის აქცია გამართეს დაღუპული უკრაინელი სამხედროების პატივსაცემად. მათ 55 უკრაინული დროშა მიიტანეს მებრძოლების დაღუპვის თარიღებით და სახელებით.
?? У Києві на Майдані Незалежності родичі бійців полку «Азов» провели акцію вшанування пам’яті загиблих захисників Маріуполя.
На площі встановили 55 українських прапорців із позивними та датами загибелі українських військових, які боронили місто. pic.twitter.com/4Juf2ks3Ic
— The Village Україна (@thevillageua) June 19, 2022