ჩერვონოგრადის საკრებულო აცხადებს, რომ მარიუპოლში დაიღუპა აზოვის პოლკის ფსიქოლოგი, ნატალია ლუგოვსკა.
მათი ცნობით, ვაჟის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც სნაიპერის ტყვიით 2018 წელს მოკლეს, ნატალიამ მუშაობა განაგრძო და “აზოვსტალში ჯარისკაცებთან ბოლო წუთამდე დარჩა”.
“ნათელი ხსოვნა და მარადიული დიდება…”,– წერია საკრებულოს განცხადებაში.
ცნობისთვის, აზოვსტალზე ოკუპანტების შტურმი არ წყდება. ისინი ქარხანას ყველა ტიპის იარაღით მომბავენ. აზოვის პოლკის ცნობით, სიტუაცია მძიმეა, თუმცა ჯერჯერობით თავს იცავენ.