სამტრედიაში გუშინ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. დღეს მას კლინიკაში ოპერაცია უტარდებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ექიმის ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღით ათამდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. ამ დრომდე კლინიკაში რჩება მეორე დაჭრილი. მას ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება სამტრედიაში, იმერეთის ქუჩაზე გუშინ მოხდა. სროლას წინ, სავარაუდოდ, კრიმინალური შეკრება უძღოდა. მომხდარზე გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო.