“აი, რა მოგივათ თუ ღაზაში შემოხვალთ“–ჰამასი ისრაელის არმიას ემუქრება

ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა გაავრცელა ვიდეო, რომლის სახელწოდებაა: “აი რა გელოდებათ, თუ ღაზაში შემოხვალთ“. ვიდეო სოციალურ ქსელებში ვრცელდება და მასზე გათამაშებულია ისრაელის ტანკის განეიტრალება, ტანკისტის ტყვედ აყვანა და ჰამასის გვირაბში ჩაყვანა.

შეგახსენებთ, ისრაელის არმია ღაზაში სახმელეთო ოპერაციას იწყებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში მათ უკვე განახორციელეს რამდენიმე რეიდი. პარალელურად კვლავ მიმდინარეობს ღაზას სექტორის დაბომბვა და ჰამასის ინფრასტრუქტურის განადგურება. მოსახლეობის დიდი ნაწილი ისრაელის არმიის მოთხოვნას დაემორჩილა, ტერიტორია დატოვა და ღაზას სექტორის სამხრეთით გადავიდა.