“აირზენა საგადასახადო სისტემა Мир-ში ჩაერთო, ხელისუფლების ნებართვის გარეშე ვერ შეძლებდა “- ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, კომპანია ჯორჯიან ეარვეისი რუსულ საგადასახადო სისტემაში ჩართვით უწყობს ხელს რუსეთს, დასავლური ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს გვერდი აუაროს.
“რა თქმა უნდა, ეს კომპანია ამ ყველაფერს ვერ შეძლებდა ხელისუფლების თანხმობის და პირდაპირი ნებართვის გარეშე. ივანიშვილ-ღარიბაშვილის მთავრობის მიერ ეს არის მორიგი სამარცხვინო და უღირსი ქმედება, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო რუსეთის მიმართ ამკაცრებს სანქციებს, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მონაწილეობს ამ სანქციების რუსეთისთვის არიდებაში”, – ამბობს მელია.