ალა პუგაჩოვა რუსეთის ხელისუფლებას თხოვს გალკინთან ერთად უცხო ქვეყნის აგენტების სიაში ისიც შეიყვანონ

ცნობილი რუსი მომღერალი, ალა პუგაჩოვა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიმართავს თხოვნით, ქმართან, მაქსიმ გალკინთან სოლიდარობის ნიშნად მასაც მიანიჭონ “უცხო ქვეყნის აგენტის“ სტატუსი.

მინისტრისადმი მიმართვა მომღერალმა თავის ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა.

“მივმართავ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს.

გთხოვთ ჩამწეროთ ჩემი საყვარელი ქვეყნის უცხოეთი ქვეყნის აგენტების სიაში, რადგან მე სოლიდარული ვარ ჩემი ქმრის, პატიოსანი და წესიერი ადამიანის, რუსეთის ნამდვილი და მოუსყიდავი პატრიოტის, რომელსაც ქვეყნის აყვავება, მშვიდობიანი ცხოვრება, სიტყვის თავისუფლება და  უნდა ილუზორული მიზნებისთვის ჩვენი ბიჭების დაღუპვის შეჩერება, რომლებიც ჩვენს ქვეყანას კეთროვნად აქცევს და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას ამძიმებს .“– წერს პუგაჩოვა.

მომღერალს ინსტაგრამზე 3.5 მილიონი გამომწერი ჰყავს. კომენტარებში ბევრმა აღფრთოვანება გამოხატა და მომღერალს გულწრფელობისა და პატიოსნებისთვის მადლობა გადაუხადა.

აქამდე ალა პუგაჩოვას ღიად არ გაუკეთებია კომენტარი რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, თუმცა ქმართან, მაქსიმ გალკინთან დაკავშირებულმა სიტუაციამ როგორც ჩანს აიძულა სიჩუმე დაერღვია და მხარი დაეჭირა მისთვის. გალკინი ღიად გამოდის ომის წინააღმდეგ, რის გამოც ის “უცხო ქვეყნის აგენტების“ რეესტრში შეიყვანეს.