რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ ოჯახთან ერთად რუსეთი დატოვა. ოჯახს ქვეყნის დატოვების ფაქტი არ დაუდასტურებია, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკვე ერთი კვირაა, რაც რუსეთში აღარ არიან.
აღსანიშნავი ფაქტია, რომ ალა პუგაჩოვას მეუღლე მაქსიმ გალკინი უკრაინას მხარს აქტიურად უჭერდა და აპროტესტებდა რუსეთის უკრაინაში შეჭრას რის შემდეგაც, გაუუქმდა გალკინის სპექტაკლები ყაზანსა და არხანგელსკში, რამდენიმე სარეკლამო კომპანიამ კი კონტრაქტი შეუწყვიტა.
როგორც „Україна 24“ ტელეგრამ არხზე წერს, ალა პუგაჩოვა ფრენის შიშის გამო ყოველთვის მატარებლით მოგზაურობს, თუმცა ახლა კერძო თვითმფრინავით მგზავრობის გადაწყვეტილება მიიღო
ალა პუგაჩოვამ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას, “ინსტაგრამზე” საკუთარი შავ-თეთრი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით : #არაომს #ჩვენომისწინააღმდეგნივართ. ალა პუგაჩოვას მეუღლემ, მაქსიმ გალკინმა ომის დაწყებიდან მეორე დღეს, შავი კვადრატის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: “დილიდან ვუკავშირდები მეგობრებსა და ნათესავებს უკრაინაში. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რასაც ვგრძნობ. როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს? ომს გამართლება არა აქვს! არა ომს!“”