პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ არჩევნებზე ალბათ ექნება ენმ–ს მხარდაჭერა.
“ალბათ, ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა [საპარლამენტო არჩევნებზე] მექნება. ენმ-ს არაერთხელ გამოუხატავს ჩემ მიმართ მხარდაჭერა და ეს სოციალურ ქსელშიც ასე ჩანს”,– თქვა ჩარკვიანიმა რუსთავი 2–ის ეთერში.
ცნობისთვის, თაკო ჩარკვიანი საბურთალოს მაჟორიტარად იყრის კენჭს.